გამოყენების პირობები
"ბია"-ს მომსახურების წესები და პირობები
ცნობა მომხმარებლებისთვის: ყურადღებით გაეცანით წინამდებარე წესებსა და პირობებს და „ბიას“ კონფიდენციალობის პოლიტიკას (რომლებიც ერთიანობაში ქმნის „ხელშეკრულებას“), რომლითაც რეგულირდება თქვენ („მომხმარებელი“ ან „თქვენ“) მიერ „ბიას“ www.bia.ge–ზე განთავსებული საიტისა („ბიას ვებსაიტი“) და მასზე მოცემული „ბიას მომსახურებების“ (ქვემოთ მოცემული განსაზღვრების შესაბამისად) გამოყენება. „ბიას“ საიტზე წარმოდგენილი ინფორმაციის განსაზღვრულ ნაწილებზე (კომპანიის სავაჭრო მარკა, სამუშაო საათები და საკონტაქტო ინფორმაცია) წვდომა თავისუფლადაა შესაძლებელი და მათი გამოყენებისას თქვენ აცხადებთ თანხმობას ამ ხელშეკრულების შესაბამის სექციებზე. „ბიას“ სხვა მომსახურებების (ყველა დანარჩენი ველი) გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ რეგისტრაციის შემდეგ და ყველა მომხმარებელს მასზე წვდომა არ აქვს. „ბიას“ შეზღუდულ ნაწილებზე წვდომის მისაღებად და/ან „ბიას“ მომსახურების გამოყენებისთვის რეგისტრაციის გავლით, თქვენ აცხადებთ თანხმობას ამ ხელშეკრულების იმ სექციებზე, რომლებიც „ბიას“ მომსახურებას ეხება და ერთმნიშვნელოვანად იღებთ ვალდებულებას დაიცვათ ამ დოკუმენტში დეტალურად აღწერილი წესები და პირობები ან მიმდინარე მომენტში „ბიას“ საიტზე მოცემულ სხვა დოკუმენტში. ს.ს. „ბია“ (“ბია“ ან „ჩვენ“), ძალიან სერიოზულად უდგება თქვენი კონფიდენციალურობის დაცვას. კონფიდენციალობის პოლიტიკაში, რომელიც მოცემულია მე–7 პუნქტში („კონფიდენციალობის პოლიტიკა“) ახსნილია ის მეთოდები, რომლითაც ხდება თქვენი ინფორმაციის უსაფრთხოების, სიზუსტისა და საიდუმლოების დაცვა, რასაც ყურადღებით უნდა გაეცნოთ.

 
 
  1. “ბიას“ სერვისები
    1. წინამდებარე ხელშეკრულებაში აღწერილია „ბიას“ ის მომსახურებები, რომლებსაც ის სთავაზობს მომხმარებელს („ბიას სერვისები“): (ა) “ბიას” ონლაინ მომაცემთა ბაზაზე წვდომა („ბაზაზე წვდომა“) წარმოადგენს საქართველოში რეგისტრირებული კომპანიების მუდმივად განახლებად მონაცემთა ბაზას. მონაცემთა ბაზაში ინფორმაცია წარმოდგენილია შემდეგი სექციებით: (1) ზოგადი, (2) მარკეტინგი, (3) ფინანსები, (4) მენეჯმენტი, და (5) ონლაინ პრესა ("ფოლოვერი" – www.follower.ge). მონაცემთა ბაზაში არსებული ნებისმიერი კომპანიის საკონტაქტო ინფორმაცია უფასოა, როგორც იურიდიული, ასევე ფიზიკური პირებისთვის. თუ კომპანიას აქვს სურვილი მიიღოს უფრო მეტი ინფორმაცია “ბიას” ონლაინ მონაცემთა ბაზის მეშვეობით და ჰქონდეს წვდომა პროდუქტებზე (სორტირებისა და ექსპორტირების ფუნქციები), ამისათვის საჭიროა გახდეს “ბიას” წევრი კომპანია, რაც გულისხმობს “ბიას” ბაზაზე წვდომის მომსახურების ერთი ან რამოდენიმე სექციის შეძენას მინიმუმ 6 თვის ვადით. “ბიას” ონლაინ მონაცემთა ბაზის მართვა ხდება ცენტრალიზებულად „ბიას“ მიერ და მოიცავს ბიზნეს მონაცემებისა და ინფორმაციის მიწოდებას „ბიას“ მიერ შემუშავებული გადამუშვებისა და ორგანიზების მეთოდით („ბიას მონაცემები“). “ბია” მოიცავს ინფორმაციას მესამე მხარეების პროდუქტებისა და/ან მომსახურებების შესახებ და მესამე მხარეების მიერ მოწოდებული მომსახურებისა და ინფორმაციაზე წვდომის საშუალებას იძლევა („ინფორმაცია მესამე მხარის შესახებ“). (ბ) “ბიას” ონლაინ მონაცემთა ბაზიდან გენერირებული მარკეტინგული სია (“მარკეტინგული სია”) საშუალებას აძლევს „მომხმარებელს“ კონკრეტული კრიტერიუმების და/ან მათი კომბინაციის გამოყენებით (მაგ. საქმიანობის სფერო, ადგილმდებარეობა, კომპანიის ზომა, წლიური ბრუნვა, კომპანიის სტატუსი, თანამშრომელთა რ-ბა, ექსპორტ-იმპორტი, თანამშრომლების საშუალო ხელფასი, მენეჯმენტის საკონტაქტო ინფორმაცია, სხვ.) შექმნას მისთვის საინტერესო კონკრეტული კომპანი(ებ)ის სიები. (გ) “ბიადან” გენერირებული კომპანიის პროფილი (“კომპანიის პროფილი”) საშუალებას აძლევს „მომხმარებელს“ მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია კონკრეტული კომპანი(ებ)ის შესახებ (მაგ. კომპანიის საკონტაქტო ინფორმაცია, საქმიანობის სფერო, პროდუქტები/სერვისები, წლიური ბრუნვები, მომსახურე ბანკები და სადაზღვევო კომპანიები, თანამშრომლებისა და მენეჯმენტის საშუალო ხელფასები, მენეჯმენტის საკონტაქტო ინფორმაცია, სხვ.) (დ) “ბიადან” გენერირებული კომპანიების მენეჯმენტის ელექტრონული მისამართები (“იმეილ მარკეტინგი”) საშუალებას აძლევს „მომხმარებელს“ არსებულ და პოტენციურ კლიენტებს დაუკავშირდნენ ნებისმიერ სამიზნე აუდიტორიასთან კომუნიკაციის ყველაზე იაფიანი, სწრაფი და მარტივი საშუალებით – ელ–ფოსტით სხვადასხვა შეთავაზებების გასაკეთებლად (მაგ. კომპანიის სიახლეები, პროდუქტის კატალოგები, მოსაწვევები, მისალოცები და სხვ.) (ე) “ბიაში” საკუთარი კომპანიის დამატება („დაამატეთ/განაახლეთ კომპანია“) საშუალებას აძლევს „მომხმარებელს“, რომელიც კომპანიის უფლებამოსილი პირია, სრულიად უფასოდ დაარეგისტრიროს მისი კომპანია “ბიაში”. შეყვანილი ინფორმაცია გადამოწმდება „ბიას“ გუნდის მიერ. რეგისტრირებული კომპანია იღებს ვალდებულებას პერიოდულად გაანახლოს ინფორმაცია „ბიაში“, კომპანიაში მიმდინარე ცვლილებების შესაბამისად.
    2. „ბია“ იტოვებს უფლებას დროდადრო შეცვალოს, დაარედაქტიროს, ადაპტირება გააკეთოს, გადააკეთოს ან გააუქმოს “ბიას სერვისები“ (ან მისი ნაწილები). წინამდებარე ხელშკრულება წარმოადგენს “ბიას სერვისებთან“ დაკავშირებულ სრულ შეთანხმებას მხარეებს შორის და ცვლის ყველა ნებისმიერ წინარე დანაპირებს, წარმომადგენლობებს, შეთანხმებებს, განცხადებებსა და განზრახვებს, რომლებიც არსებობდნენ ან შესაძლოა არსებობდნენ „ბიასა“ და „მომხმარებელს“ შორის. „ბიას“ შეუძლია წინამდებარე ხელშკრულების შეცვლა შეტყობინების ვებგვერდზე განთავსებით.
  2. “ბიას“ სერვისების გამოყენება
    1. „მომხმარებელი“ თანახმაა არ დააკოპიროს (დათვალიერების დროს შემთხვევითობის გამოკლებით), რეკლამა გაუკეთოს, გადაყიდოს, გაავრცელოს, გადასცეს, თავიდან შექმნას, გამოაქვეყნოს, შექმნას მონაცემთა ბაზა, განახორციელოს ნებისმიერი ავტომატიზირებული დათვალიერების ან ჩამოტვირთვის ფუნქცია ან ნებისმიერი სხვა სახით მოახდინოს ტრანსფერი ან კომერციული გამოყენება „ბიას სერვისებთან“ კავშირში მყოფი პროცესებით მიღებული „ბიას მონაცემების“ ან „ინფორმაცია მესამე მხარის შესახებ“ და გამოიყენოს ისინი მხოლოდ ბიზნესის შიდა მიზნებისთვის.
    2. ეჭვის თავიდან ასაცილებლად და შეუზღუდავად, დაუშვებელია „ბიას მონაცემებისა“ ან „მესამე მხარის შესახებ ინფორმაციის“ გამოყენება რაიმე სახის პროდუქტის ან მომსახურების შემადგენელ ნაწილად ან გადაცემა მესამე მხარისთვის.
    3. სასტიკად აკრძალულია „ბიას მონაცემების“ ან „ბიას სერვისების“ გამოყენება „სპამებისთვის“ და/ან უკანონო და მავნებელი მარკეტინგისთვის – მაგალითად (შეუზღუდავად) „მომხმარებელმა“ არ უნდა გამოიყენოს „ბიას მონაცემები“ და/ან „ბიას სერვისები“ არასასურველი შეტყობინებების დასაგზავნად მარკეტინგისთვის ან პროდუქტების/სერვისების შესათავაზებლად. „ბიას სერვისები“ არ უნდა იყოს გამოყენებული ელ–ფოსტის დასაგზავნად ნებისმიერი ინდივიდისთვის, თუ ეს უკანასკნელი არ იგზავნება მის კორპორატიულ ელ–ფოსტაზე, როგორც ეს წარმოდგენილია „ბიაში“.
    4. “მომხმარებელი” თანახმაა, რომ გამოიყენოს „ბიას სერვისები“ მხოლოდ მის ბიზნესთან დაკავშირებული საქმიანობის განსახორციელებლად.
    5. სულ „ბიაში“ შესაძლებელია აიტვირთოს 20 ფაილი, რომელიც მოიცავს ინფორმაციას „მომხმარებლის“ კომპანიის, მისი საქმიანობის, პროდუქტების/ სერვისების, სხვ. შესახებ. ნებისმიერი ამგვარი დანართის ზომა არ უნდა აღემატებოდეს ერთ მეგაბაიტს და უნდა იყოს pdf ფორმატში. კომპანიის ლოგო უნდა იყოს წარმოდეგნილი ერთ–ერთ შემდეგ ფორმატში: jpg, png, gif. „ბიას“ შეუძლია წინამდებარე ხელშკრულების შეცვლა შეტყობინების საიტზე განთავსებით. 2.6 კანონის მიერ დაშვებული ზღვარისა და შინაარსის გამოკლებით, “მომხმარებელი” იღებს ვალდებულებას არ გადააკეთოს, დაანაწევროს, დაშალოს, მოდიფიკაცია გააკეთოს ან შეცვალოს სრულად ან ნაწილობრივ ნებისმიერი პროგრამული უზრუნველყოფა, რომლის მიღებაც „ბიას სერვისებთანაა“ დაკავშირებული ან მათი მეშვეობით ხდება.
    6. კანონის მიერ დაშვებული ზღვარისა და შინაარსის გამოკლებით, “მომხმარებელი” იღებს ვალდებულებას არ გადააკეთოს, დაანაწევროს, დაშალოს, მოდიფიკაცია გააკეთოს ან შეცვალოს სრულად ან ნაწილობრივ ნებისმიერი პროგრამული უზრუნველყოფა, რომლის მიღებაც „ბიას სერვისებთანაა“ დაკავშირებული ან მათი მეშვეობით ხდება.
  3. ლიცენზია / წვდომის უფლება
    1. “ბია” ანიჭებს „მომხმარებელს“ (თუ მას აქვს შესაბამისი ხელმოწერა) ერთპიროვნულ, არაექსკლუზიურ და არაგარდამავალ უფლებას („ლიცენზია“) მიიღოს წვდომა და გამოიყენოს „ბიას სერვისები“ და „ბიას მონაცემები“ შიდა მოხმარების მიზნით და მხოლოდ წინამდებარე ხელშეკრულების წესებისა და პირობების შესაბამისად. „მომხმარებელს“ არ აქვს უფლება მიანიჭოს, განკარგოს, გადასცეს მესამე მხარეს ან სხვაგვარად გაასხვისოს წინამდებარე ხელშეკრულებით მინიჭებული უფლება სხვა ნებისმიერ პირზე (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საქმე ეხება კომპანიის უფლებამოსილ პირებს) თუ ეს უკანასკნელი არ არის მისი ავტორიზებული თანამშრომელი), კერძოდ „მომხმარებელმა“ არ უნდა დართოს უფლება არც ერთ პირს გამოიყენოს ან მიიღოს წვდომა „ბიას მონაცემებზე“ „ბიასგან“ წინასწარი წერილობითი უფლების მიღების გარეშე. ნებისმიერი მოთხოვნა „ბიას ბაზის“ მრავალჯერადი ან ჯგუფური გამოყენების შესახებ უნდა იყოს გაგზავნილი „ბიასთან“. „მომხმარებელს“ მინიჭებული ექნება უნიკალური IP მისამართი და „ბიას ბაზაზე“ წვდომას შეძლებს მხოლოდ დაფიქსირებული IP მისამართიდან. „მომხმარებელს“ არ აქვს უფლება, განახორციელოს „ბიას ბაზაზე“ წვდომა თავისი ოფისის გარეთ არსებული ინტერნეტის მეშვეობით. ზემოაღნიშნული ქმედებების განხორციელების შემთხვევაში, მას დაეკისრება ჯარიმა, მომსახურების ხელშეკრულებაში გათვალისწინებული ოდენობით.
  4. ფლობისა და ინტელექტუალური საკუთრების განკარგვის უფლება
    1. „მომხმარებელი“ აცნობიერებს, რომ არ გააჩნია უფლებამოსილება “ბიას მონაცემებზე” ან „ბიას სერვისების“ გამოყენების შედეგად შექმნილ სხვა მონაცემებზე. „მომხმარებელი“ ასევე აცნობიერებს, რომ “ბიას მონაცემები” წარმოადგენს ღირებულ ინფორმაციას და საავტორო უფლება, სავაჭრო მარკა და „ბიას სერვისები“ და “ბიას მონაცემები” ან მათთან დაკავშირებული ყველა სხვა ინტელექტუალური საკუთრების განკარგვის უფლება არის და იქნება „ბიას“ პრეროგატივა. „მომხმარებელს“ არ აქვს უფლება შეცვალოს ან წაშალოს “ბიას მონაცემების” აღმნიშვნელი საავტორო უფლების სიმბოლო ან მასთან დაკავშირებული ავტორობისა და საკუთრების ნებისმიერი სხვა იდენტიფიკატორი ან ინფორმაცია.
    2. „ბია“ და „ბიას“ ლოგო რეგისტრირებული სავაჭრო ნიშნებია და დაუშვებელია მათი რაიმე მიზეზით რეპროდუქცია.
    3. “მომხმარებელს” ეკრძალება „ბიას სერვისების“ ნებისმიერი ნაწილის მოდიფიცირება, შეცვლა ან დაკორექტირება. „მომხმარებელი“ ასევე არ გამოიყენებს „ბიას სერვისებზე“ წვდომის მისაღებად საჭირო პროგრამას ნებართვის გარეშე ან ისე, რომ „ბიას სერვისებს“ რაიმე ზიანი მიადგეს.
  5. ვალდებულება
    1. „მომხმარებელი“ აცნობიერებს, რომ „ბიას სერვისების“ გამოყენება დამოკიდებულია მის უნარებსა და შეფასებაზე და „ბიას სერვისების“ გამოყენებისას ყველა რისკს საკუთარ თავზე იღებს. „მომხმარებლის“ მიერ, „ბიას სერვისებიდან“ ან მათი საშუალებით მიღებული ინფორმაციის ნებისმიერი სახით გამოყენებაზე პასუხისმგებლობა მასვე ეკისრება.
    2. “მომხმარებელი” ვალდებულია აუნაზღაუროს „ბიას“ ნებისმიერი სახის დანაკარგი, ზარალი ან ვალდებულება, რომელიც შეიძლება პირდაპირ ან არაპირდაპირ წარმოიშვას „მომხმარებლის“ მიერ „ბიას მონაცემების“ ან „ბიას სერვისების“ გამოყენების შედეგად.
    3. “მომხმარებელი” აცნობიერებს, რომ „ბიას“ არ შეუძლია კლიენტების მიერ „ბიას“ საშუალებით ატვირთული მასალების შინაარსის კონტროლი და შესაბამისად „ბია“ არაა პასუხისმგებელი ბაზის საგებლიანობასა ან სიზუსტეზე ან სხვა ინფორმაციაზე, რომელიც ამ სერვისის ნაწილია.
    4. “მომხმარებელი” აცნობიერებს, რომ „ბიას სერვისებიდან“ შეიძლება ვერ მიიღოს სასარგებლო და ზუსტი ინფორმაცია. „მომხმარებელი“ ვალდებულია მოქმედებდეს საკუთარი უნარებისა და შეხედულების საფუძველზე, რათა შეაფასოს „ბიას სერვისების“ შედეგები და არ დააკისროს „ბიას“ რაიმე სახის პასუხისმგებლობა არანაირი შიდა ან გარე წარმოქმნილი ხარჯებისთვის, დაკარგული ბიზნეს შესაძლებლობების ან სხვა პოტენციური დანაკარგების გამო, რომლებიც წარმოიქმნა, „ბიას სერვისებიდან“ მიღებული ინფორმაციის გამოყენების გამო/საფუძველზე განხორციელებული ქმედებების შედეგად.
    5. “მომხმარებელი” აცნობიერებს, რომ „ბიას“ არ შეუძლია კლიენტების მიერ დაგზავნილი ელ–ფოსტების შინაარსის კონტროლი და შესაბამისად, „ბია“ არაა პასუხისმგებელი აღნიშნული სერვისის სარგებლიანობასა ან სიზუსტეზე ან სხვა ინფორმაციაზე, რომელიც ამ სერვისის ნაწილია.
    6. “ბიას მონაცემები” იქმნება კითხვარების გამოყენებისა და „ბიას ბაზაში“ არსებულ კომპანიებთან ინტერვიუების საშუალებით. “ბიას მონაცემების” დიდი ნაწილი მოწოდებულია მესამე პირების მიერ. შეგროვებული ინფორმაციის სიზუსტე და სისრულე დამოკიდებულია აღნიშნული კომპანიების თანამშრომლობაზე. მიუხედავად იმისა, რომ „ბია“ მიმართავს ყველა გონივრულ ხერხს, რომ მიღებული მონაცემები იყოს ზუსტი და კომერციულად სასარგებლო, „ბია“ არ იღებს პასუხისმგებლობას „ბიას მონაცემების“ სარგებლიანობასა და სიზუსტეზე.
    7. “ბიას სერვისები” ფუნქციონირებს რაიმე სახის გარანტიების, წესებისა ან პირობების გარეშე „ბიას სერვისების“, „ბიას მონაცემების“, „ინფორმაცია მესამე მხარის შესახებ“ ან „ბიას სერვისების“ დახმარებით მოპოვებული ინფორმაციის ხარისხთან მიმართებაში.
    8. სერვისებისა და ზოგადად ინტერნეტის ინტერაქტიული ხასიათიდან გამომდინარე, „ბია“ არ იძლევა გარანტიას ან ვალდებულებას, რომ „ბიას სერვისები“ იმუშავებს შეფერხებების ან შეცდომების გარეშე. „ბია“ არ იღებს პასუხისმგებლობას ან ვალდებულებას ნებისმიერი სახის კომუნიკაციურ ან ქსელურ დეფექტებზე, შეფერხებასა და გაუმართაობაზე (დროებით ან სხვა სახის), რომლებიც წარმოიქმნება „ბიას სერვისების“ გამოყენებისას.
    9. „ბია“ იძლევა გარანტიას, რომ „ბიას სერვისების“ (კერძოდ, „ბიას მონაცემთა ბაზის“) გამოყენებით მიღებული და დაგზავნილი ელ–ფოსტა იქნება ვირუსებისაგან ან „ბაგებისგან“ თავისუფალი. „მომხმარებელი“ ვალდებულია უზრუნველყოს, რომ ამგვარ ელ–ფოსტაზე არ იქნება მიმაგრებული ვირუსები და „ბაგები“ და იქნება ერთპიროვნულად პასუხისმგებელი ნებისმიერი სახის მონაცემების დაკარგვასა ან მიმწოდებლის სისტემის დაზიანებაზე, რომელსაც ამგვარი ელ–ფოსტა დაეგზავნა.
    10. „ბიაზე“ მოცემული კონკრეტული ბმულების დაჭერისას შესაძლოა „მომხმარებელი“ გადავიდეს სხვა საიტებზე, რომელზე არსებული ინფორმაციის სიზუსტესა ან შინაარსზე და ასევე ამ საიტების ნებისმიერ სხვა ასპექტზე „ბია“ არანაირ პასუხისმგებლობას არ იღებს.
    11. „ბიას“ არანაირ ვითარებაში არ ეკისრება პასუხისმგებლობა „მომხმარებლის“ მის მიერ წამოყენებულ პრეტენზიაზე, კერძოდ პირდაპირ ან შედეგობრივ დანაკარგსა და ზიანზე (მოგების, კონტრაქტის, შემოსავლისა ან არამატერიალური აქტივის დაკარგვის ჩათვლით) მიუხედავად გამომწვევი მიზეზებისა, რომლებიც შეიძლება იყოს „ბიას მონაცემების“ ან მათი საშუალებით უზრუნველყოფილი ან მიღებული ინფორმაციის გულგრილი გამოყენება. „ბია“ არაა პასუხისმგებელი და არ ჩაითვლება წინამდებარე ხელშეკრულების დამრღვევად იმ შემთხვევაში, თუ ნებისმიერი სახის გაუმართაობა გამოწვეულია ისეთი ვითარებით, რაც ცდება მისი კონტროლის ფარგლებს.
    12. “ბია” იტოვებს “ბიას სერვისების” ფასის ცვლილების უფლებას, რაც არ გულისხმობს უკვე გადახდილი საფასურის ცვლილებას არსებული კონტრაქტის ვადის ფარგლებში.
    13. „მომხმარებელი“ ადასტურებს მის მიერ მოწოდებული ყველა მონაცემის სისწორეს და მის უფლებამოსილებას მათ მიწოდებაზე.
  6. ტარიფები და უსაფრთხოება
    1. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს სურს ჰქონდეს წვდომის უფლება „ბიას მომსახურებების“ კონკრეტულ ნაწილებზე (კერძოდ „მონაცემთა ბაზაზე“), რომლებიც არაა ხელმისაწვდომი ყველა მომხმარებლისთვის („ფასიანი სერვისები“), „მომხმარებელმა“ საჭიროა „ბიას“ მიერ განსაზღვრული ტარიფების საფუძველზე და მათ შესაბამისად გადაუხადოს თანხა, რომელიც არ ბრუნდება.
    2. „მომხმარებელს“ აქვს შესაძლებლობა გადაიხადოს „ბიას სერვისებზე“ (კერძოდ კი „მონაცემთა ბაზაზე“) წვდომის საფასური საკრედიტო ბარათით ინტერნეტში. ნებისმიერი სხვა საკომუნიკაციო სისტემის მსგავსად, ინტერნეტის საშუალებით, ინფორმაციის გაგზავნას თან ახლავს მისი მოპარვის რისკები. მიუხედავად იმისა, რომ „ბიას“ ყველა ნორმალური პრევენციული ზომა აქვს გატარებული ამგვარი ქურდობის რისკის შესამცირებლად, „მომხმარებელი“ აცნობიერებს, რომ ნებისმიერი ინფორმაციის გაგზავნა ხდება „მომხმარებლის“ საკუთარი რისკით და „ბია“ არაა პასუხისმგებელი დაიცვას ამ ინფორმაციის უსაფრთხოება მისი გადაცემისას.
    3. "ფასიანი სერვისების" გამოყენებისას, „მომხმარებელი“ ეთანხმება ყველა იმ დამატებით და დამხმარე წესსა და პირობას სერვისებზე, რომელსაც დროდადრო ადგენს „ბია“.
    4. „მომხმარებელი“ ვალდებულია დაიცვას მათთვის ხელმისაწვდომი „ფასიანი სერვისები“ და „ბიას მონაცემები“ არაავტორიზებული მესამე პირებისგან და შეასრულოს „ბიას“ მიერ „ფასიანი სერვისების“ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით დადგენილი ინსტრუქციები. ნებისმიერი იმ „ფასიანი სერვისების“ ან „ბიას მონაცემების“ გამოყენებისას, რომლებიც საჭიროებენ „მომხმარებლის“ რეგისტრაციას, „მომხმარებელი“ „ბიას“ მოთხოვნის შესაბამისად გამოიყენებს პაროლს ან მომხმარებლის პირად ნომერს (ID) ან მომხმარებლის სახელს. „მომხმარებელი“ თანახმაა იყოს პასუხისმგებელი ამგვარი უსაფრთხოების ზომების გამოყენებაზე და იძლევა გარანტიას, რომ დაიცავს ამგვარი პაროლის, მომხმარებლის პირადი ნომრისა და მომხმარებლის სახელის ან ნებისმიერი სხვა უსაფრთხოების მექანიზმის კონფიდენციალობას და არ გაუმხელს მათ სხვა პირებს.
  7. კონფიდენციალობის პოლიტიკა
    1. „ბია“ საჯარო, პერსონალური ან კომერციული ხასიათის მონაცემთა დამუშავებას ახორციელებს მონაცემთა სუბიექტის თანხმობის ან კანონდებლობით გათვალისწინებული მონაცემთა დამუშავების საფუძვლის შესაბამისად.
    2. „ბია“ პერსონალურ ინფორმაციას აგროვებს მომხმარებელთან/წარმომადგენელთან სატელეფონო საუბრისას, სუბიექტის საიტზე რეგისტრაციის გავლის დროს ან მასთან დამყარებული სხვა კომუნიკაციის საშუალებით.
    3. ნებისმიერი პირის მიერ „ბიას“ ვებგვერდის მხოლოდ დათვალიერების შემთხვევაში არ არის აუცილებელი, ისეთი პერსონალური ინფორმაციის გამჟღავნება, როგორიცაა სახელი და გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია ან საკრედიტო/სადებეტო ბარათის მონაცემები, რომელიც საჭიროა ინვოისის გამოწერისას.
    4. მონაცემთა სუბიექტს შესაძლებლობა აქვს განუწყვეტლივ განაახლოს და შეცვალოს პერსონალური ინფორმაცია „ონლაინ“ რეჟიმში, საიტზე რეგისტრირების სექციის საშუალებით. ნებისმიერი ტიპის ცვლილება სუბიექტის შესახებ არსებულ მონაცემებში გადამოწმდება და დადასტურდება „ბიას“ ოპერატორების მიერ. მონაცემთა სუბიექტს ყოველთვის შეუძლია გამოითხოვოს მის შესახებ ჩვენს ხელთ არსებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რაც გათვალისწინებულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით ან სხვა საკანონდებლო აქტით. “ბია“ არ ამუშავებს მონაცემთა სუბიექტის განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს.
    5. მონაცემთა სუბიექტის შესახებ ინფორმაციის დამუშავების მიზანს წარმოადგენს „ბიას“ მიერ შეთავაზებების, პროდუქტებისა და მომსახურების გაცნობა სუბიექტისათვის, რაც საშუალებას გვაძლევს დავხვეწოთ და თქვენზე უკეთ მოვარგოთ ჩვენი სერვისები. მონაცემთა დამუშავება, ასევე, საჭიროა საბუღალტრო და საგადახდო სისტემის ადმინისტრირებისათვის. ამასთან, მონაცემთა სუბიექტი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს ჩვენგან მონაცემთა დამუშავების შეჩერება ჩვენს ვებგვერდზე არსებული რეგისტრირების სექციის საშუალებით. მონაცემთა სუბიექტის შესახებ არსებული ინფორმაცია შესაძლოა დამუშავებულ იქნეს მესამე პირების მიერ „ბიასთან“ არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში.
    6. მონაცემთა სუბიექტი თანხმობას აცხადებს „მონაცემთა ბააში" განათავსოს და/ან უფლება მისცეს „ბიას“ მისგან მოიპოვოს და დაამუშაოს გარკვეული საჯარო, პერსონალური და კომერციული მონაცემები. ამგვარი მონაცემები ხელმისაწვდომი იქნება მესამე პირებისთვის და შესაძლოა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის იქნეს გამოყენებული. „მესამე მხარის შესახებ ინფორმაციის“ ან „მესამე პირების კუთვნილი მონაცემის“ (რაც შეუზღუდავად მოიცავს „მომხმარებელის“ თანამშრომლებს) მოწოდებისას “მომხმარებელი“ თვითონ უზრუნველყოფს მათგან თანხმობის მიღებას. „მომხმარებელი“ არ არის უფლებამოსილი გადასცეს „ბიადან“ მიღებულ ნებისმიერი ინფორმაცია მესამე პირებს.
    7. „ბია“ უფლებამოსილია მონაცემთა სუბიექტისგან მიღებული ინფორმაცია გადასცეს მესამე მხარეს, როგორც აგრეგირებული სტატისტიკის სახით (მაგ. მომხმარებლების რაოდენობა, ადგილმდებარეობა, სხვ.), ასევე ინდივიდუალური მონაცემები სუბიექტის თანხმობის საფუძველზე. „ბია“ უფლებამოსილია სახელმწიფო ინსპექტორისა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ მონაცემთა გამოთხოვის შემთხვევაში მიაწოდოს მას ნებისმიერი ხასიათის მოთხოვნილი ინფორმაცია.
    8. „ბია“ უზრუნველყოფს ისეთი ორგანიზაციული და ტექნიკური ზომების მიღებას, რომლებიც უზრუნველყოფს მონაცემთა დაცვას შემთხვევითი ან უკანონო განადგურებისაგან, შეცვლისაგან, გამჟღავნებისაგან, მოპოვებისაგან, ნებისმიერი სხვა ფორმით უკანონო გამოყენებისა და შემთხვევითი ან უკანონო დაკარგვისაგან. თუმცა, შეუძლებელია ინტერნეტით გადაცემული მონაცემების უსაფრთხოების სრული დაცვა. შედეგად, მიუხედავად „ბიას“ მაქსიმალური ძალისხმევისა დაიცვას თქვენი პერსონალური ინფორმაცია, არ შეგვიძლია ჩვენთან გამოგზავნილი ნებისმიერი ინფორმაციის მისი დაგზავნის მომენტში უსაფრთხოების გარანტიის უზრუნველყოფა და მისი დაგზავნის რისკი თქვენი პასუხისმგებლობაა.
    9. „ბია“ უფლებამოსილია გამოიყენოს მონაცემების გრაფა („ქუქის“) ვებგვერდზე მისი გამოყენების გამარტივებისთვის.
    10. „ბიას“ მიერ მოწოდებული ინფორმაციის გადაცემა საზღვარგარეთ შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების მიზნით, წინამდებარე წესებითა და კანონდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.
    11. „ბიას“ ვებგვერდისა და ჩვენი გადახდის პროცესის ნაწილი ავტომატიზირებულია, შესაბამისად, შესაძლოა თქვენი პერსონალური ინფორმაცია დამუშავდეს როგორც გადახდის პროცესის შემადგენელი ნაწილი. იმისთვის, რომ არ ჩამოვრჩეთ სწრაფ ტექნოლოგიურ ცვლილებებს, ჩვენ შესაძლოა დროდადრო გადავხედოთ ამ მეთოდს და შევცვალოთ ის, შესაბამისად შევცვალოთ წესები და პირობები, რის შესახებაც „ბია“ გამოაქვეყნებს საჯარო შეტყობინებას ვებგვერდის მეშვეობით.
    12. “ბია“ მუდმივად აწარმოებს საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატთან და უზრუნველყოფს საქმიანობის შესაბამისობას არსებულ საკანონმდებლო რეგულირებასთან.
  8. კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან ან პერსონალური ინფორმაციის გამოყენების გზებთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ: sales@bia.ge.
  9. მომხმარებლის მასალები და ქცევა
    1. კონფიდენციალობის პოლიტიკის თავში განხილული პერსონალური ინფორმაციის გარდა, „ბიას“ ვებგვერდზე თქვენ მიერ ატვირთული ნებისმიერი მასალა ჩაითვლება არაკონფიდენციალურ და არაპერსონალურ ინფორმაციად. „ბიას“ ამგვარ მასალასთან დაკავშირებით არანაირი ვალდებულება არ ექნება. „ბიას“ მიენიჭება უფლებამოსილება დააკოპიროს, გაასაჯაროოს, გაავრცელოს, სხვა მონაცემებთან გააერთოანოს და სხვ. ამგვარი მასალა და ყველა სახის, ვიზუალური, ხმოვანი და ტექსტური მონაცემები გამოიყენოს კომერციული თუ არაკომერციული მიზნებისთვის.
    2. თქვენ გეკრძალებათ „ბიას“ საიტზე რაიმე სახის ინფორმაციის განთავსება ან გადაწერა, თუ: (ა) ამ მასალაზე არ გაქვთ შესაბამისი ლიცენზია და/ან თანხმობა – კერძოდ, თუ მესამე პირების შესახებ ან მესამე პირების კუთვნილი მონაცემის მოწოდების შემთხვევაში მიღებული არ გაქვთ მათგან თანხმობა; (ბ) ეს მასალა ხელს უწყობს ქმედებას, რომელიც შეიძლება განხილული იყოს როგორც კრიმინალური დანაშაული, გამოიწვიოს სამოქალაქო პასუხისმგებლობა ან სხვაგვარად არღვევდეს კანონს ან მესამე პირების უფლებებს იურისდიქციაში, რომელიც რეგულირდება წინამდებარე წესებითა და პირობებით ან ნებისმიერი სხვა ქვეყნის კანონებით; (გ) ეს მასალა არის ტექნიკურად სახიფათო (მათ შორის, შეზღუდვის გარეშე, კომპიუტერული ვირუსი, ლოგიკური ნაღმი, “ტროიანის ცხენი”, „ვორმი“, სახიფათო კომპონენტი, დაზიანებული მონაცემები ან სხვა მავნე პროგრამული ან სახიფათო მონაცემები); (დ) ეს მასალა მიზნად ისახავს სხვების შეცდომაში შეყვანას და არასწორი ინფორმაციის გავრცელებას.
    3. დაუშვებელია „ბიას“ საიტის ბოროტად გამოყენება (მათ შორის, შეზღუდვის გარეშე, „ჰაკერობა“, არაავტორიზებული რეკლამები, მარკეტინგული მასალები, „ჯანქ მეილი“, „სპამი“, ერთმანეთს მიყოლებული წერილები, პირამიდული სქემები, სხვა).
    4. „ბია” მაქსიმალურად ითანამშრომლებს სამართალდამცავ ორგანოებთან ან სასამართლოსთან, და შეასრულებს მათ მოთხოვნას გაასაჯაროოს იმ პირების იდენტობა ან ადგილმდებარეობა, რომლებიც ავრცელებენ ისეთ მასალებს, რომლებიც წინამდებარე ხელშეკრულებას არღვევს.
  10. მონაცემები
    1. „მომხმარებელი“ პასუხისმგებელია უზრუნველყოს მისი შესაბამისობა „ბიას მონაცემებთან“ დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობასთან.
  11. “ბიას” სხვა სერვისები
    1. პირადი მონაცემები „ბიას“ მიერ რეკლამის დამკვეთისთვის გაწეული სერვისი („ბიას სხვა სერვისები“) წარმოადგენს სერვისს, რომლითაც „ბია“ და მისი ინტერნეტ პროვიადერი („სერვისის პროვიადერი“) უზრუნველყოფენ რეკლამის დამკვეთისთვის („ბიას რეკლამის დამკვეთი“) საიტზე შემოსული იურიდიული პირების მონაცემების შეგროვებას, რათა დადგინდეს იმ ვიზიტორების რაოდენობა და ვინაობა, რომლებიც ჩვენი რეკლამის დამკვეთი კომპანიების პროფილებს ნახულობს. ჩვენ შესაძლოა ამ მიზნით გავაკეთოთ ინტერნეტ გვერდის მონიტორინგი. ამ მონიტორინგის შედეგად, ვიზიტორების შესახებ მიღებული მონაცემები (IP მისამართი, დათვალიერების დრო) გროვდება მხოლოდ იურიდიულ პირებზე (არ ხდება ფიზიკურ პირთან დაკავშირებული IP მისამართების დამუშვება); მათი შეგროვება ხდება ჩვენი „სერვისის პროვაიდერის“ მიერ ინტერნეტ რეესტრებში არსებული მონაცემების დახმარებით (კომპანიის კორპორატიული სახელი და საჯარო DNS (დომეინ სახელის მომსახურება) ინფორმაცია) („მონაცემები“) და შემდეგ ხდება მისი გადაცემა „ბიას რეკლამის დამკვეთზე“ „ბიას მონაცემებთან“ დამატებით (აუდიენციის სტატისტიკური მონაცემები). ამ „მონაცემების“ დამუშვება ხდება „ბიასა“ და მისი „სერვისის პროვაიდერის“ მიერ და გადაეცემა მხოლოდ „ბიას რეკლამის დამკვეთებს“ სხვა მიზნების გამოსარიცხად. „ბია“ და „სერვისის პროვაიდერი“ განიხილავენ მონაცემებს როგორც კონფიდენციალურს და არ გადასცემენ მათ სხვა პირებს. ნებისმიერ მომენტში, შესაბამისი კანონით გათვალისწინებული წესებისა და პირობების ფარგლებში, თქვენ შეგიძლიათ გამოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემები და მოითხოვოთ მათი მოდიფიკაცია, წაშლა ან დაბლოკვა ჩვენთან დაკავშირებით შემდეგ ელ–ფოსტის მისამართზე: sales@bia.ge. „ბიას რეკლამის დამკვეთს“ შეუძლია თქვენ მიერ ან „ბიას სხვა სერვისების“ საშუალებით მოწოდებული მონაცემების გამოყენება მარკეტინგული მიზნებისთვის, მაგალითად, პროდუქციის ან მომსახურების რეკლამირებისთვის. შესაბამისი კანონით, თქვენ გაქვთ უფლება ნებისმიერ მომენტში უარი განაცხადოთ ამ მონაცემების მარკეტინგული მიზნებისთის გამოყენებაზე შესაბამის „ბიას რეკლამის დამკვეთთან“ ან „ბიასთან“ დაკავშირებით (ზემოთ მოცემულ ელ–ფოსტის მისამართზე). „ბიას სხვა სერვისების“ ფარგლებში, ჩვენი რეკლამის დამკვეთები დებენ ჩვენთან ხელშეკრეულებას, რომლის მიხედვითაც მიღებული „მონაცემები“ კონფიდენტიცალურია და გამოიყენება შესაბამისი კანონის, კერძოდ პერსონალური მონაცემების მარეგულირებელი კანონის, გათვალისწინებით. თუმცა, „ბიას“ არ აქვს ძალაუფლება და კონტროლი რეკლამის დამკვეთებზე, რომლებსაც აქვთ თავისუფლება გადაწყვიტონ თუ როგორ იქნება მონაცემები გამოყენებული. „ბია“ და „სერვისის პროვაიდერი“ მხოლოდ მონაცემების გადამამუშავებლები არიან და შესაბამისად არ შეუძლიათ გარანტიების უზრუნველყოფა და პასუხისმგებლობის აღება „ბიას რეკლამის დამკვეთების“ მიერ „მონაცემების“ გამოყენების მიზნებზე. ამ ვებგვერდის გამოყენებით, თქვენ თნხმობას აცხადებთ ზემოაღნიშნულ სერვისებსა და პრინციპებზე.